LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვური რომანტიკაა, თუ ოპოზიციას ჰგონია, ბაიდენი მოვა და „ოცნებას“ ეტყვის, რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს…NDI-ის კვლევა განწყობებს ზუსტად ასახავს“ – ექსპერტი

153
ვახტანგ ძაბირაძე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს ოპოზიციის ნაწილმა პოლიტიკური აბსურდი უწოდა. ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასასურველი შედეგი იმას დაუკავშირა, რომ გამოკითხვა მხოლოდ სატელეფონო იყო.

განსხვავებული აზრი აქვს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს, რომელიც „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ NDI-ის კვლევა ლოგიკურია.

ძაბირაძის თქმით, მხოლოდ ოპოზიციაა დამნაშავე ამ შედეგების დადებაში და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ცხელ გაზაფხულს ვერ ვიხილავთ.  

„არჩევნების შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმედგაცრუება  მიუღებლობა არის ხოლმე ყველასი და ყველაფრის. ეს ტენდენციები მუდმივად მეორდება.

პროცენტებზე დავა არ მინდა, მაგრამ  ტენდენცია, რაც არის საზოგადოებაში,  დღეს გამოქვეყნებული კვლევა ნამდვილად ასახავს. შეიძლება „ნაციონალურ მოძრობას“ 5 % არ ჰქონდეს და რეალურად ცოტა მეტი უჭერდეს მხარს, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ოპოზიციამ.  საზოგადოებას ყველაზე მეტად თუ რამე აფრთხობს, ეს არის არასტაბილურობის განცდა. ისედაც მძიმე განწყობაა საზოგადებაში პანდემიის გამო. დაძაბულია მთელი ქვეყანა და ამას კიდევ ერთხელ დამატებული პოლიტიკური სიმძაფრე, უფრო აფრთხობს საზოგადოებას, ვიდრე უჩენს სურვილს, რომ ქუჩაში გამოვიდეს და იბრძოლოს.

შეიძლება, „ქართული ოცნება“ მიუღებელი იყოს, მაგრამ უფრო მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციის ჯამური ხმები ვერ იკრიბება, პრობლემა სწორედ ესაა.

ერთიანი ოპოზიცია ამომრჩეველს ვერ აერთიანებს. პატიები შეიძლება გაერთიანდნენ, მაგრამ ოპოზიციური ამომრჩეველი არ ერთიანდება. ესაა პრობლემა და ამას ვერ ხედავენ.

ისინი საზოგადოებაში არსებული განწყობების სწორ შეფასებას ვერ ახდენენ. არანაირი რევოლუციური, „ქართული ოცნების“ მიმართ მიუღებელი განწყობა  დღეს საზოგადოებაში არაა“, – აცხადებს ექსპერტი და დასძენს რომ ოპოზიციური გაწყობა საზოგადოებაში არც პანდემიის გარეშე იქნებოდა.

„საზოგადოების პროტესტს ვერ ვხედავ და არც იქნება. ამას ძალიან მალე დაინახავს თავად ოპოზიცია. დაანონსებული ცხელი გაზაფხული ვერ იქნება. ოპოზიციის აქტივობა თუ გაიზრდება, ეს ძალიან მინიმალური იქნება და საუბარი იმაზე, რომ იქნება ცხელი გაზაფხული, რომ ხელისუფლება აიძულოს, დათმობებზე წავიდეს, ეს არის მითების მტვრევა. ასეთი განწყობა მოსახლეობაში არ და ვერ იქნება.“-  განაცხადა ძაბირაძემ.

გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს: NDI

ექსპერტი აცხადებს, რომ მოულოდნელობა იყო,  მისთვის გაერთიანებული ოპოზიციის ძალიან დაბალი პროცენტი.

„არ მახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონოდა. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ჯამური ოპოზიციაც კი ვერ უტოლდება „ქართულ ოცნებას“. სულ ჯამურად 14 პროცენტი აქვს ოპოზიციას.

ოპოზიცია კი ლაპარაკობს იმაზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი როგორ შეიძლება იყოსო, მაგრამ საქმე იქით მიყავთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტს კი არა, ერთპარტიულ ქვეყანას მივიღებთ, თუ ასე გაგრძელდა“. – აცხადებს ექსპერტი.

კითვაზე, NDI-ის კვლევის სანდოობაში შეიძლება თუ არა, რო  ეჭვი შევიტანოთ, ექსპერტი პასუხობს.

„პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან განსხვავებით, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი კვლევების შემდეგებში პროცენტები კი არაა მთავარი, არამედ ის, რომ განწყობებს სწორედ ასახავდე. და განწყობებს NDI-ის კვლევა მოსწონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ სწორად ასახავდა  და დღესაც სწორედ ასახავს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ზოგადად ოპოზიციის მხარდაჭერა მოსახლეობაში მცირდება, აშკარაა.

როდესაც ოპოზიია ლაპარაკობს იმაზე, რომ დარჩება ქუჩაში და არ შევა პარლამენტში, ის ამბობს,რომ თუ რაიმე შედეგს მივაღწევ, მივაღწევ ქუჩის აქციებით. ამ შემთხვევაში სხვა ბერკეტი ოპოზიციას არ რჩება. მოსახლეობის უმრავლესობას კი ეს პროტესტი არ სჭირდება. ჯერ ერთი, თავად არ უჭერს მხარს, მეორეც, ასეთი პროტესტი დესტაბილიზაციის ნიშნებს შეიცავს და ეს მოსახლეობას აღარ უნდა.

უმუშევრობა, ფასების ზრდა, თუ კორონავირუსი: ქვეყნის 5 ყველაზე დიდი პრობლემა – NDI-ის კვლევა

რა თქმა უნდა, მზე და მთვარე არ ამომდის ოპოზიციაზე, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ პარლამენტი კი არა ქვეყანა დარჩეს ოპოზიციის გარეშე და ოპოზიცია განულდეს. აქეთ მიდის დღეს ყველაფერი. ოპოზიციაში, რაც უფრო დროზე გააცნობიერებენ ამ ყველაფერს, უკეთესი იქნება.

ის, რომ მოსახლეობაში არ არის საპროტესტო განწყობა, ამას ვლაპარაკობდი NDI-ის კვლემადე, ორი თუ სამი თვით ადრე. თუ ოპოზიცია სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და თავის მოსახლეობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, არ ვიცი. შეიძლება, იცის მშვენივრად ყველაფერი და ჰგონია, რომ ჯო ბაიდენი რომ მოვა, ის დაიბარებს „ქართულ ოცნებას“ და ეტყვის, რომ დროზე ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, ეს არის ბავშვური რომანტიკა.“- განაცხადა ექსპერტმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

გამოკითხული მოსახლეობის 80% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 74 %-ის სურვილია, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი : NDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g