როგორც ცნობილია, გასულ თვეს, ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 29 წლის ქალიშვილი, სტელა, ბავშვობის მეგობარზე, ალექს გრუზინსკიზე დაქორწინდა.
ტრადიციული ესპანური რომანტიზმითა და თანამედროვე გლამურით სავსე ცერემონიალს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. გამოცემა Hola! იუწყება, რომ სტუმრებს შორის იყვნენ მალია და საშა ობამები, სტელას ნახევარდა, დაკოტა ჯონსონი, ტიპი ჰედრენი, სტინგის მეუღლე, რეჟისორი და პროდიუსერი, ტრუდი სტაილერი და ა.შ…
ერთი თვის შემდეგ, სტელამ თავის „ინსტაგრამზე“ საქორწილო ცერემონიალიდან რამდენიმე განსაკუთრებული ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოში მამა-შვილის ემოციური ცეკვა აღბეჭდილი.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 1996 წლიდან 2015 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები.განქორწინების მიუხედავად, მათ შორის თბილი ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებულია.
საუკუნო სიყვარული – ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქალიშვილი ბავშვობის მეგობარზე დაქორწინდა