შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რა რჩევებს აძლევდა გამზრდელი ჯული ბებო და როგორ გამოადგა მისი მაგალითი:
„ერთხელ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით: სალონში წავედით ერთად. იქ ყველა მიცნობდა, მაგრამ უცებ ერთი ქალბატონი შემოვიდა, ტელევიზორში თვალი მოჰკრა შალვას და დაიწყო ჩემი მეუღლის შეურაცხყოფა. ბებომ ყურში ჩამჩურჩულა, არ შეიმჩნიოო. მეც ასე მოვიქეცი და ამ ქალბატონს ვუთხარი: „ნეტა, იცოდეთ, მეც როგორ მიშლის ნერვებს-მეთქი“ (იცინის). ყველას სიცილი აუტყდა და დაძაბული სიტუაციაც განიმუხტა. სახლში დაბრუნებისას, ბებომ ასეთი რამ მითხრა: ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც თავად გსურს, თუ ამ დროს შეძლებ იმ უნარის გამოჩენას, რომ არ შეიმჩნიო, მაშინ დამიჯერე, ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალო. ეს სიტყვები მთელი ცხოვრება გამყვება…“