LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი მეკითხებოდით თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ფილმის ნახვა კინოთეატრებში…“ – ქართულ-თურქულ დრამას, რომელშიც ნინი ბადურაშვილი და ემრე კიზილირმაკი მონაწილეობენ, საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელი14 აგვისტოდან იხილავს

670
ნინი ბადურაშვილი

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, ქართულ-თურქული დრამის, სახელად „ხიდი“ საქართველოს კინოთეატრებში ხილვა მაყურებელს 14 აგვისტოდან შეეძლება.

ფილმში ქართველი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი, ემრე კიზილირმაკი მონაწილეობენ.

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ნინი ბადურაშვილმა და დაწერა, რომ ფილმის ნახვა კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია:

„ბევრი მეკითხებოდით თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ფილმის ნახვა კინოთეატრებში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოდან შეგიძლიათ იხილოთ ფილმი ,,ხიდი’’ საქართველოს კინოთეატრებში“, – წერს ნინი ბადურაშვილი და კინოაფიშის პოსტერს ავრცელებს. 

Kinoafisha.ge ინფორმაციით, ქართულ-თურქული დრამა რეალურ ისტორიაზეა  დაფუძნებული:

„წარმატებული თურქი ბიზნესმენი, მოულოდნელად გაიგებს, რომ საქართველოში ნახევარძმა ჰყავს. ამ ახალი ამბით შთაგონებული, ის მიემგზავრება საქართველოში, რათა იპოვოს თავისი დაკარგული ოჯახის წევრი და ამავე დროს, გაარკვიოს მამის გარდაცვალების იდუმალი დეტალები.

14 აგვისტოდან კინოთეატრებში – ნინი ბადურაშვილი და ემრე კიზილირმაკი ფილმში „ხიდი“, – წერს Kinoafisha.ge

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ქართულ-თურქული დრამა – წარმატებული თურქი ბიზნესმენი, მოულოდნელად გაიგებს, რომ…

Posted by Kinoafisha.ge on სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g