LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი სიტყვა ცოტა დროში: ემინემმა საკუთარი რეკორდი მოხსნა

82

ემინემმა 12 წამში 123 მარცვალი წარმოთქვა და საკუთარი რეკორდი მოხსნა.

10 აგვისტოს ამერიკელმა მომღერალმა ნიკი მინაჟმა ახალი ალბომი Queen-ი გამოუშვა. ერთ-ერთ სიმღერას, სახელწოდებით Majesty, ის რეპერ ემინემთან და ბრიტანელ მომღერალ Labrinth-თან ასრულებს.

Genius-ის ერთ-ერთმა მკითხველმა დაითვალა, რომ ამ სიმღერაში ემინემმა 12 წამში 123 მარცვალი წარმოთქვა. ამრიგად, მან თავისი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2013 წლის კომპოზიციაში Rap God დაამყარა.

Genius-მა ეს გამოთვლა დაადასტურა. როგორც გამოცემა აზუსტებს, რეპერი წამში 10,3 მარცვალს წარმოთქვამდა.

ამასთან, Rap God-ი სიმღერაში სიტყვების რაოდენობის მიხედვით გინესის რეკორდსმენია. სიმღერაში 1560 სიტყვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები