LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey-ის ჰიტის A Bar Song (Tipsy) ჰეგემონია მორგან უოლენის უახლესმა სინგლმა დაასრულა

148
attachment-MorganWallen5

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი, Shaboozey-ის ჰიტის A Bar Song (Tipsy) 15 კვირიანი ჰეგემონია დაემხო.

ამ კვირის განახლებული შედეგით, სიმღერას პირველობა მორგან უოლენის უახლესმა სინგლმა – Love Somebody დაათმობინა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლიდერ პოზიციაზე სადებიუტო კვირაში მოექცა. კომპოზიცია, რომელიც უოლენის მომავალი დისკის მეორე სინგლია, 18 ოქტომბერს გამოვიდა.

საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ A Bar Song (Tipsy) ამ კვირაშიც პირელ ადგილზე დარჩებოდა, ის ჩარტის 65 წლიან ისტორიაში 16 კვირიან რეკორდსმენთა სიაში შევიდოდა. საკულტო ჰიტ-აღლუმის 16 კვირიანი სამი რეკორდიდან ერთ-ერთს, მორგანის 2023 წლის ჩანაწერი – Last Night ფლობს.

Shaboozey-მ ჰიტით A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” რეკორდი გააუმჯობესა და ჰარი სტაილზს გაუთანაბრდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები