,,ბილბორდმა” 2020 წელი შეაჯამა. გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემამ, წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, სიმღერები და ალბომები დაასახელა. ტოპ 10 არტისტს შორის პირველი ადგილი პოსტ მელონმა დაიკავა. ამერიკელი რეპერი დისკით – Hollywood’s Bleeding (2019) ასევე საუკეთესო ფირფიტების ათეულს ლიდერობს, სინგლით Circles კი პოპულარული სიმღერების სიაში მეორეა.
საუკეთესო ნამუშევრებში პირველობა არავის დაუთმო The Weeknd-მა ჰიტით – Blinding Lights. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო არტისტთა რეიტინგში მხოლოდ ერთი ქალი მომღერალი – ტეილორ სვიფტი მოხვდა.
,