ბილი აილიშმა ლეგენდარულ ღამის კლუბში – Troubadour იმღერა. კონცერტამდე, 17 წლის ამერიკელი მომღერალი პაპარაცებმა სანტა მონიკას ბულვარში მოსეირნე დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ მზიანი დღისთვის, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა ქართველი დიზაინერის – დავით პაპიაშვილის სათვალე მოირგო.
აქსესუარი, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს, ამ უკანასკნელის შემოდგომა-ზამთრის (2019-2020) ქოლექციიდანაა. სათვალის ფასი – 60 ევროა.




ცნობისთვის, დავით პაპიაშვილი 19 წლის დიზაინერია, რომელმაც 2017 წელს აქსესუარების ბრენდი – Davidsnow დააარსა.
View this post on Instagram
See my sunglasses collection ➡ @davidsnow_official ⚡⚡
A post shared by David ???? (@daavidsnow) on