LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ შესაძლოა ,,გრემის” ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყაროს და მის მეუღლეს აჯობოს

400
photo-collage.png (9)

ბიონსე, რომელიც ,,გრემის” ისტორიაში ყველაზე მეტი, 32 ჯილდოს მფლობელი არტისტია, დაჯილდოების ახალ რეკორდს უმიზნებს.

საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის მომავალი წლის ,,გრემიზე” 12 ნომინაციას მიიღებს, საერთო ჯამში მინიჭებული 100 ნომინაციით, მომღერალი მის მეუღლეს აჯობებს და დაჯილდოების ყველაზე მეტჯერ ნომინირებულ შემსრულებლად იქცევა. ამ დროისთვის, მის ანგარიშზე ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის უმაღლესი პრემიის 88 ნომინაციაა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს, სწორედ ამავე რაოდენობის ნომინაცია აქვს მიღებული ჯეი-ზისაც. შედეგად, ,,კარტერები” თემატური რეიტინგის ლიდერები არიან.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, ბიონსემ სამმოქმედებიანი მუსიკალური პროექტის მეორე ნაწილი, მერვე სტუდიური ალბომი – Cowboy Carter გამოუშვა, რომელიც მომდევნო ,,გრემის” ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რაც მის შანსებს ზრდის.

67-ე ,,გრემის” ნომინანტები 10 ნოემბერს გამოცხადდება, დაჯილდოება კი 2025 წლის 2 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები