ბიონსესა და რეპერ ჯეი-ზის 8 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი „გრემის“ ნომინანტთა სიაში მოხვდა. აივი სიმღერისთვის, Brown Skin Girl წარადგინეს. კომპოზიციაში გოგონა დედასთან, Wizkid-თან და Saint Jhn-თან ერთად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ჯერ კიდევ ნოემბერში წარადგინეს წლის ვიდეორგოლის კატეგორიაში. გარდა იმისა, რომ ბლუ აივი ნამუშვარში მღერის, ის კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორიცაა. ცნობისთვის, Brown Skin Girl 2019 წელს გამოსული ფილმის, „მეფე ლომის“ საუნდტრეკია.
„გრემის“დაჯილდოების 63-ე ცერემონია 31 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, ამავე სიმღერის დამსახურებით ბლუ აივიმ პირველი მუსიკალური ჯილდო Ashford & Simpson Songwriter’s Award-ის დაჯილდოებაზე, წლის ჩანაწერის კატეგორიაში მიიღო. გოგონას მუსიკალური დებიუტი კი 2017 წელს, ჯეი-ზის ალბომში 4:44 შესულ ტრეკში Blue’s Freestyle შედგა.