LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად 500 000 დოლარი გაიღეს

118
safe-image

ვარსკვლავური წყვილი, 44 წლის რაიან რეინოლდსი და 33 წლის ბლეიკ ლაივლი ქველმოქმედებას დიდი ხანია ეწევიან. წლის დასაწყისში მათ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს. შემდეგ იყო რაიან რეინოლდსის ემოციური ქმედება, მსახიობმა უცნობი გოგონას დაკარგული დათუნიას პოვნაში $5 000 გადაიხადა.

წყვილი საზოგადოების აღფრთოვანებას კვლავ აგრძელებს. ამჯერად მათ  უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად 500 000 დოლარი გაიღეს. წყვილმა ტორონტოსა და ვანკუვერში მცხოვრები მიუსაფარი ახალგაზრდებისთვის შექმნილ დასახმარებელ ფონდში 250 000-250 000  დოლარი გადარიცხეს.

„რაიანი და ბლეიკი რეალურად ხვდებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სახლის ქონა, ასეთი ადამიანები უპირობო სიყვარულსა და ზრუნვას საჭიროებენ“ –  აცხადებს ფონდის გენერალური დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები