გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპული საავტომობილო კომპანიები იძულებული არიან ახალი ავტომობილების წარმოება შეაჩერონ, რადგან საჭირო დეტალები აკლიათ. ამ დეტალების დიდი ნაწილის იმპორტიორი უკრაინა იყო, თუმცა რუსეთის აგრესიის გამო თითქმის ყველაფერი გაჩერდა. პირველები ვინც ევროპული ქარხნების დროებით გაჩერების შესახებ განაცხადეს, BMW და Volkswagen არიან.
უკრაინის ტერიტორიაზე ევროპაში იმპორტირებული ელექტრონული სადენების მეხუთედს აწარმოებენ. შექმნილი ვითარების გამო ავტომწარმოებლებმა დროებით გაჩერება ამჯობინეს და ახალი მოდელების აწყობა გადადეს.
ევროპული კომპანიებისთვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა ლოჯისტიკა. როგორც ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, სპეციალისტები არ არიან დარწმუნებული იმაში რომ სატვირთო ავტომობილები პოლონეთამდე დროულად მივლენ, ან საერთოდ მივლენ თუ არა. სწორედ ამიტომ, Volkswagen უკვე სერიოზულად მუშაობას ალტერნატიული ბაზრის პოვნაზე, სადაც საჭირო დეტალებს აწარმოებენ.