კომპანიამ BMW M4-ის სპეციალური ვერსია მოამზადა, რომელიც ფრანგულ სარბოლო ტრეკს მანი-კურს ეძღვნება. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ 180 000 ევროში 199 ცხენის ძალიანი ბაიკი 1000 RR და BRM-ს მარკის მაჯის საათი შედის – ყველა მათგანი ერთ ფერშია გადაწყვეტილი.
საჩუქარი მხოლოდ BMW M4-ის სპორტულ პაკეტს Competition Package-ს მოყვება.
ნულიდან ას კილომეტრამდე ავტომობილი ოთხ წამში ჩქარდება.
რაც შეეხება საჩუქარს – სპორტულ ბაიკს, ის გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, აღჭურვილია ABS-ითა და მგზავრის სავარძლით, რომელიც უფასო ოფციის სახით მოყვება.