LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოებმა შეურაცხყო” – დემნა გვასალია სარეკლამო კამპანიის გამო ბოდიშს იხდის

299
d1

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია სარეკლამო კამპანიის გამო ბოდიშს იხდის.

დემნამ პირადი ბოდიშის წერილი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

„მსურს, პირადად მოვიბოდიშო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ.  მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამისთვის. არასწორი იყო ბავშვების გამოყენება ისეთი პროდუქციის რეკლამირებისთვის, რასაც ბავშვებთან კავშირი არ აქვს.

რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ხანდახან პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არასდროს განმიზრახავს, შევხებოდი ისეთ საშინელ საკითხს, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა და რომელსაც მე ვგმობ.

საჭიროა, ამ შემთხვევისგან მივიღო გაკვეთილი, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი პრობლემის მოგვარებაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოებმა შეურაცხყო. Balenciaga იძლევა გარანტიას და მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ყველა შესაძლო გზით დასაცავად”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები