„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით. იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩის განცხადებით, აშშ-ის დახმარება მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.
„და მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით. იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება.
მაგალითები, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან ქართველების დასახმარებლად.
ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.
ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“ – განაცხადა დანიგანმა.