გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველმა ბიოლოგიურმა ქალიშვილმა, 18 წლის შაილომ მამის გვარზე უარი განაცხადა. შაილომ თავად დაიქირავა პირადი ადვოკატი და ეს თავის 18 წლის იუბილეზე გააკეთა.
ახლახან, მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა.
„ბრედი დარდისგან კვდება. შაილოს დაბადება მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, მას მუდამ სურდა ქალიშვილი, ის მისთვის მუდამ განსაკუთრებული იყო. შაილოს უარყოფამ მისი გული სამუდამოდ დაამსხვრია“, – აცხადებს წყარო.
კიდევ ერთი უარყოფა – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა