Netflix-მა ,,მაესტროს” ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ლენარდ ბერნსტაინის ბიოპიკის პრემიერა 22 ნოემბერს შედგება.
კინოსურათი, რომლის პროდიუსერები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან, ნიუ-იორკის ფილარმონიის დირიჟორის სიყვარულის ისტორიისა და წარმატების შესახებ მოგვითხრობს.
ფილმში ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ და წარმატებულ მუსიკოსს ამერიკის ისტორიაში, ბრედლი კუპერი განასახიერებს; ეს უკანასკნელი გახლავთ ფილმის რეჟისორიც.
აღსანიშნავია, რომ ბრედლი კუპერს ახალ ფილმში ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენისთვის აკრიტიკებდნენ. აშშ-ში დაბადებული ბერნსტაინი ებრაელი ემიგრანტების შვილი იყო. მისი როლის შემსრულებელი კი, რომელიც ამერიკელია, ფილმში ხელოვნური ცხვირით ჩნდება. ხმაურიანი ,,ფიდბექის” საპასუხოდ, ბერნსტაინის შვილებმა განაცხადეს, რომ კუპერთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.