როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა. წყარო იუწყება, რომ მომენტი განსაკუთრებულად ემოციური და ინტიმური იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც წყვილის ახლო მეგობრები ელოდნენ.
ინსაიდერების თქმით, კუპერმა ყველაფერი წინასწარ, დეტალურად დაგეგმა. ქორწინების შეთავაზება მშვიდ, პირად გარემოში შედგა, სადაც მთავარი აქცენტი გულწრფელ ემოციებზე და არა პომპეზურობაზე გაკეთდა.
„ბრედლის სურდა, ეს მომენტი მხოლოდ მათთვის ყოფილიყო, გულწრფელი, თბილი და დაუვიწყარი“, – აცხადებს ინსაიდერი.
როგორც ირკვევა, ბრედლი კუპერმა ჯიჯის დედას, იოლანდა ჰადიდს, პირადად სთხოვა ქალიშვილის ხელი. 50 წლის მსახიობს სურდა, იოლანდასთვის ცხადად ეჩვენებინა, რამდენად სერიოზულია მისი განზრახვა ჯიჯის მიმართ.
„დიახ, თანახმა ვარ“ – ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა – წყვილი 2026 წელს დაქორწინდება
ცნობისთვის, ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა ურთიერთობა 2023 წელს დაიწყეს. „ოსკარის“ ნომინანტ მსახიობს წარსულში ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა მსახიობ, ჯენიფერ ესპოზიტოსთან, ხოლო ირინა შეიკთან ურთიერთობის შედეგად ჰყავს ქალიშვილი ლეა. ჯიჯი ჰადიდისთვის, რომელიც მომღერალ ზეინ მალიკისგან შვილს, ჰაის ზრდის, ეს ქორწინება პირველი იქნება.

