LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედთან ურთიერთობა პრინც უილიამთან რომანს ჰგავდა“ – გვინეტ პელტროუმ ბრედ პიტთან განშორების მიზეზებზე ისაუბრა

1187
page

გვი­ნეტ პელტრო­უ Variety-ის გარეკანზე მოხვდა. გარდა შთამბეჭდავი ფოტოსესიისა, მან გამოცემას ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც ახლანდელ კინოპროექტზე და წარსულ სასიყვარულო კავშირზე ისაუბრა.

„წარმოგვიდგენია, კაილი ჯენერი რა დღეში ჩავარდა ამ კადრების ნახვისას“ – 52 წლის გვინეტ პელტროუ აცხადებს, რომ 29 წლის ტიმოთი შალამესთან ბევრი სექსი აქვს – მედიაში ცხელი ვიდეო ვრცელდება

ცხადია, ინტერვიუ ბრედ პიტზე საუბრის გარეშე ვერ ჩაივლიდა, რომელსაც მსახიობი შორეულ წარსულში ხვდებოდა და მასზე დანიშნულიც კი იყო.

„ბრედი ძალიან დამაინტრიგებელი პერსონაჟია. მასთან რომანი, პრინც უი­ლი­ამ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ჰგავ­და. ეს კავშირი ვერ დაიმალებოდა. რაც შეეხება დაშორებას, ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო. იყო რამდენიმე მიზეზი, რამაც ჩვენი დაშორება გამოიწვია. ის ჩემზე 9 წლით უფროსი იყო, ზუსტად იცოდა რა სურდა და მზად იყო ამის გასაკეთებლად, მე კი არა“, – განაცხადა 52 წლის პელტროუმ.

შეგახსენებთ, ბრედ პიტი და გვი­ნეტ პელტროუ ერ­თმა­ნეთს ფილმის „შვი­დი“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­ნიშნ­ნენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 1997 წელს დას­რულ­და.

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები