BBC-ის ცნობით, ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები აშშ-ის სასამართლოს „მეცნიერულ მტკიცებულებებსა“ და ფოტომასალას წარუდგენენ იმის დასადასტურებლად, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ნამდვილად ქალია.
წყვილის ადვოკატის განმარტებით, მაკრონებმა სარჩელი ამერიკელი ჟურნალისტისა და ინფლუენსერის, კენდის ოუენსის წინააღმდეგ უკვე შეიტანეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცად დაიბადა და ის ტრანსგენდერი ქალია.
„ძალიან მტკივნეულია, რომ ადამიანს უწევს მსგავსი მტკიცებულებების წარდგენა… ეს პროცესი საჯაროდ მოხდება. ბრიჯიტი მზად არის, გაუძლოს ყველაფერს და დაადასტუროს სიმართლე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასევას აღნიშნულ საკითხს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სკანდალი დაიწყო YouTube ვიდეოთი, სადაც ოუენსმა გააჟღერა ე.წ. „სახელმწიფო დონის ტყუილი“. მისი მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა და ის არ არის საკუთარი შვილების ბიოლოგიური დედა. თეორია ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, თუმცა, მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
ვიდეო: ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა




