დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რვაფეხებს ფერმაში მოაშენებენ.
BBC-ის ინფორმაციით, რვაფეხებს მიდიებით, კრევეტებითა და თევზებით გამოკვებავენ და სამომავლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებენ.
საქმე ისაა, რომ მსოფლიოში რვაფეხების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასი კი ძალიან იზრდება. ის ბევრ ქვეყანაში მიიჩნევა დელიკატესად, ამიტომ ფერმის გახსნა ნამდვილად დროული იყო.
სიახლეს გარემოსდამცველების უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. აქტივისტთა განცხადებით, ეს არსებები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ყველაფერს მძაფრად განიცდიან. შესაბამისად, მათი ფერმაში მოშენება დაუშვებელი საქციელია.