LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი, როგორც შთაგონების წყარო – პოპის პრინცესას რევერანსი VMAs-ზე

185
f2b6e09ee1074af18ad5c23522dd8a39_md

ის, რომ ბრიტნი სპირსი თავისი შემოქმედებით, საკულტო პერფორმანსებითა და ლუქებით დღემდე ამოძრავებს პოპ კულტურას, ამას ხაზი კიდევ ერთხელ, ამჯერად, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების საიუბილეო, მე-40 დაჯილდოებაზე გაესვა.

ფოტო/ვიდეო: ტეილორ სვიფტის მორიგი ტრიუმფი და რეკორდი, მომღერლის მოულოდნელი გამოჩენა და ვარსკვლავთცვენა საიუბილეო, მე-40 MTV Video Music Awards-ზე

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ VMAs-ზე პოპის პრინცესას არაერთი რევერანსი ვიხილეთ.

42 წლის არტისტს საღამოზე პატივი ჯენზის ისეთმა სუპერვარსკვლავებმა მიაგეს, როგორებიც: ტეიტ მაკრეი, Megan Thee Stallion და საბრინა კარპენტერი არიან.

21 წლის ტეიტ მაკრეი ცერემონიის ხალიჩაზე რობერტო კავალის აუთფიტით წარდგა. კანადელი ლამაზმანის ჩაცმულობამ სპირსის ფანებს დოლჩე და გაბანას ლუქი გაახსენა, რომელიც მას ამავე დაჯილდოებაზე, 2001 წელს ეცვა.

აღსანიშნავია, რომ Სწორედ მაშინდელ შოუზე შედგა მისი ცნობილი პერფორმანსიც სიმღერაზე – I’m a Slave 4 You, რომლის სასცენო ჩაცმულობა და ის ნაწილი, როცა ბრიტნის სხეულზე ყვითელი გველი შემოახვიეს, მეგანმა გაიმეორა. აღმოჩნდა, რომ 29 წლის რეპერს ქვეწარმავლის შიში აქვს, რადგან მასთან ერთად რამდენიმე წამიც ვერ გაძლო.

Სპირსის 2001 წლის წარმოდგენა, ,,VMAs-ის ყველაზე საკულტო პერფორმანსის” ნომინანტთა შორის არ მოხვდა, რაც კრიტიკის მიზეზი გახდა. Პრემია წელს შოუზე პირველად გაიცა და მის ნომინანტთა შორის, არტისტი მადონასთან, კრისტინა აგილერასთან და მისი ელიოტთან ერთად, 2003 წელს გამართული პერფორმანსით წარადგინეს.

ბრიტნის მიმართ პატივისცემა, საბრინა კარპენტერის წარმოდგენის დროსაც გამოჩნდა. კოსმონავტები სცენაზე – ლეგენდარულ მომღერალზე მიანიშნებდა.

ფოტო/ვიდეო: საბრინა კარპენტერის სადებიუტო პერფორმანსი MTV Video Music Awards-ის მთავარ სცენაზე და მადონას ტრიბიუტი

Ბრიტნი სპირსის დებიუტი MTV Video Music Awards-ზე, მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე შედგა. 1999 წელს ის დაჯილდოების ნომინანტთა შორის მოხვდა და მთავარ სცენაზე სადებიუტი სინგლით – …Baby One More Time წარდგა. მის ანგარიშზე 5 Moon Person-ია. 2011 წელს, მას სპეციალური პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო” მიენიჭა. 2016 წლის შემდეგ, ის დაჯილდოებას არ დასწრებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები