LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის – გზავნილი მკაფიოა, თუ ეს კანონი მიღებული იქნება, საქართველო EU-ს წევრი ვერ გახდება“

195
ანტონ ჰოფრაიტერი

„საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, შეუძლებელი იქნება“, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა განაცხადა.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ჰოფრაიტერმა ასევე აღნიშნა, ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, ამ წესებს უნდა მისდევდეს, კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, ამ წესებს არ შეესაბამება:

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ თვლის, ამავე დროს, ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, უნდა მისდევდეს ამ წესებს.

კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, არ შეესაბამება ამ წესებს, ამიტომ, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრობა. 

ასევე ნახეთ

„რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც“. – წერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.

ეს იქნება დასანანი, რადგან, გერმანიის პარლამენტის დემოკრატი წევრების უმეტესობა თვლის, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. რადგან ეს კარგი იქნება, საქართველოსთვის და ასევე კარგი იქნება ევროკავშირისთვის. 

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაძლოა, პარლამენტში არის ხალხი, რომლებიც სინამდვილეში ამას მხარს არ უჭერენ, ასეა თუ ისე, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“. – განაცხადა ანტონ ჰოფრაიტერმა.

პაპუაშვილი: „ამ დღეებმა, აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს“

magti 5g