LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – მეთ დეიმონი და მისი მეუღლე ბენ აფლეკს გოგონებს აცნობენ და პაემნებს უგეგმავენ

270
page

მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს, უკვე რამდენიმე თვე გავიდა. მას შემდეგ არ წყდება საუბარი მარტოდ დარჩენილ ბენზე, რომელიც ამ ეტაპზე მთლიანად კარიერაშია ჩაფლული.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ აფლეკის საუკეთესო მეგობარი, მეთ დეიმონი და მისი მეუღლე, ლუსიანა ბაროსო ძალიან წუხან მის პირად ცხოვრებაზე. წყვილის აზრით, ბენს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სასიამოვნო სიახლეები.

წყაროს ინფორმაციით, მეთი და მისი ცოლი ბენს სხვადასხვა ქალს აცნობენ და პაემნებს უგეგმავენ. ასე რომ, შესაძლოა, სულ მალე აფლეკი ახალი ქალბატონის გვერდით ვიხილოთ.

ოჯახის ბიჭი – ბენ აფლეკმა აღდგომის დღესასწაული ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად გაატარა – უახლესი ფოტოები

ის აქ არის! – ბენ აფლეკის ფილმის პრემიერას ჯეი ლო და მისი შვილები დაესწრნენ – ბენი ინტერვიუზე ექს- მეუღლეზე ალაპარაკდა

ბენ აფლეკი ბრედ პიტის ერთ-ერთ „ექსს“ „ქრაშავს“ – მზად ხართ ახალი ზე-ვარსკვლავური რომანისთვის?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები