ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის რომანის შესახებ ცნობილი 2023 წლის შემოდგომაზე გახდა. მას შემდეგ წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს, მოდელმა და მსახიობმა გასული ზაფხული ერთად გაატარა. მათთან ერთად ბრედლის ქალიშვილი, ლეაც იმყოფებოდა.
გასულ წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ კუპერმა ჰადიდის მამა, მოჰამედი გაიცნო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილს უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს, ისინი დაქორწინებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. ახალი დეტალები გამოცემა People-ს წყარომ გაუმხილა.
„ორივე სერიოზულად ეკიდება ამ ურთიერთობას და მათი კავშირიც უკვე სხვა ფაზაშია გადასული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საოცრად მყარი და ამავდროულად ცეცხლოვანი კავშირი აქვთ, ისინი დაქორწინებას ჯერ არ ჩქარობენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთად ბედნიერად არ გრძნობენ თავს“, – აცხადებს წყარო.
ულამაზესი ჰოლივუდური წყვილი – ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა მოდელის მამასთან ერთად ივახშმეს
ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის ოჯახური დასვენება იტალიაში – უახლესი ფოტოები

