თბილისში, მეტეხის გვირაბში, კედლის ერთ-ერთ მონაკვეთზე კედლის ნალესი ჩამოიშალა.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მომხდარი საფრთხეს არ წარმოადგენს და გვირაბი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია:
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მეტეხის გვირაბში არსებული კედელი არ ჩამოშლილა.
ჩამოიშალა კედლის ნალესი, რაც არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, გვირაბი უკვე გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიაში.
ცნობისათვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტეხის გვირაბში კედელი ჩამოიშალა. გვირაბის ფოტო ფეისბუკგვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელა:
„თბილისი – მეტეხის გვირაბში კედელი ჩამოიშალა, იმედია მხოლოდ გარე ფენაა და საშიში არაფერია“, – წერია გავრცელებულ სტატუსში.
ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“