პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომელიც მან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, „გირჩი TV“-ის ეთერში, საკუთარ საავტორო გადაცემაში „აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმაზე“ საუბრისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია კონფლიქტები საკუთრებით თემაზე.
„ოპოზიციავ S O S!!! ეს ვისი განცხადებაა, ირაკლი კობახიძის, სოლავიოვის თუ „ოპოზიციონერი“ იაგო ხვიჩიასი?! უბედურება აი ეს არის, აქეთ იაგო ხვიჩია და იქით ირაკლი კობახიძე!
იაგო ხვიჩიას მიერ ორ წამში გაყიდული აფხაზეთი – დევნილები, რა ხდება ბატონებო, რა უბედურებაშია ქვეყანა?! აი „ამას“ რომ ოპოზიციად მიიჩნევს ზოგიერთი, იმიტომაც ვართ, „სადაც“ ვართ“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
