თბილისში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ფორტუნას”ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსულ ქალბატონს ავტობუსმა ფეხზე გადაუარა. შემთხვევა ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა.
ადგილზე გამოძახებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში.
ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეორე ნაწილით.
ბოლო დღეებში განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 9 სექტემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე გამოეხმაურა და საილუსტრაციოდ ავტოსაგზაო შემთხვევების ვიდეოჩანაწერებიც აჩვენა.
კალაძემ თქვა, რომ თუ მძღოლი “რაღაც სასწაულს” არ აკეთებს, შეუძლებელია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახოს.