მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა:
„ჩემი ალეკო აღარ მყავს”, – წერს დათო და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მსახიობი დავით არჩვაძის კაპელას შემადგენლობაში „თბილისოს” მღერის.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემაა.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იზიარებს ოჯახის მწუხარებას!