ფილმის „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ ვარსკვლავი ნია ვარდალოსი ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამის მიზეზი ფილმის მესამე ნაწილია, რომელიც ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა.
ფილმი დიდი ბერძნული ოჯახის მთავარი გმირისა და უფროსის, მამის გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე გვიყვება. კინოსურათი ნია ვარდალოსმა თავად გადაიღო და მასში მთავარი როლიც შეასრულა.
ამჯერად ბერძნული წარმოშობის მსახიობი ბევერლი-ჰილზში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ოფიციალურად წარადგინა თავისი რჩეული, ბერძენი ბიზნესმენი, სპიროს კაცაგანსი. 61 წლის ნია ბრწყინავდა წითელი ყვავილებით გაფორმებულ კაბაში. ნია 5 წლის წინ დაშორდა მეუღლეს, მსახიობს იან გომესს, რომლისგანაც თინეიჯერი ქალიშვილი ჰყავს.
ქორწილია, ქორწილი!!!! – პირველი ფოტო „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის“ გადაღებებიდან
საბერძნეთში „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის“ მესამე ნაწილის გადაღებები დაიწყო