LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გამშვენებულ-მოქარგული სანთლები ბევრჯერ დამამზადებინეს მისთვის – „უწმინდესო, სამეგრელოდან მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო…” – რას წერს შაკო გორდულავა

393
ილია მეორე, შაკო გორდულავა

შაკო გორდულავა სოციალურ ქსელში პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უკვე მერამდენე დღეა-ღამეა, უწყვეტ ნაკადად მიდის თავის სულიერ მამასთან დასამშვიდობებლად და პატივის მისაგებად მოსახლეობა. შაკო გორდულავა იხსენებს, რომ მის მიერ დამზადებული სანთლები ბევრჯერ გადაუციათ პატრიარქისთვის საჩუქრად.

„7 საათი არასდროს, არსად ვმდგარვარ რიგში… კლინიკიდან პირდაპირ სახლში წავედი, შემდეგ კი 23:00 საათზე ავლაბრის აღმართს ავუყევი სამებისკენ, რომ უკანასკნელ გზაზე აწ განსვენებულ პატრიარქს დავმშვიდობებოდი. 06:02 საათამდე ფიზიკურად ვერ მივაღწიე ტაძრამდე და ამით ყველაფერი ნათქვამია, მეგობრებო… 
სიყვარულის დიდი გამოვლინებაა რასაც ვხედავთ ეს დღეებია. ხალხს ჩემსავით დაათენდა თავზე, ყველა უწყვეტ ნაკადად მოდის ორი დღე-ღამეა სულიერ მამასთან დასამშვიდობებლად და პატივის მისაგებად… მშობლები ბავშვებით, მოხუცები, ახალგაზრდები – ყველანი აქ არიან და აქამდე ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. ჩვენმა უწმინდესმა ქართველი ერის სიყვარული, პატივისცემა და სხვა მრავალი მისი გამორჩეული და აუწონელი საქმეებით დაიმსახურა, რომელზეც ტომები დაიწერება… მე ასეთი გულანთებული სამშობლო მეიმედება და სწორედ, რომ #საქართველო #გადარჩება!   
ჩემი გამშვენებულ-მოქარგული სანთლები ბევრჯერ დამამზადებინეს მისთვის საჩუქრად… „უწმინდესო, სამეგრელოდან მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო” – უთქვამთ მისთვის და მრავალგზის გამოუხატავს მოწონება. მე კი გულით მინდოდა პირადად გამეცნო და მის მადლიან ხელებს დაველოცე, თუმცა, ოცნება ოცნებად დამრჩა და მასწავლა, რომ – არასდროს გადავდო არაფერი. დღეიდან კი არასდროს გადავდებ არაფერს… მშვიდობით, უტკბილესო ერის მამავ, ჩვენო პატრიარქო“, –  წერს შაკო გორდულავა.

7 საათი არასდროს, არსად ვმდგარვარ რიგში… კლინიკიდან პირდაპირ სახლში წავედი, შემდეგ კი 23:00 საათზე ავლაბრის აღმართს…

Posted by Shako Gordulava on ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g