ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში პატარა ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა ბოლო პერიოდში UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ხშირად უზიარებს გამომწერებს თავის ყოველდღიურობას.
ვიდეო/ფოტო: „დაბრუნება საკუთარ თავთან“ – რა კადრებს გვიზიარებს ჯორჯინა უზკატეგუი
ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს და პოსტს გვიზიარებს.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დედა შვილის ურთიერთობის უსაყვარლესი კადრები ჩანს:
„ჩემი მზის სხივი კვირა დღეს…☀️ ყველას გვინდა, რომ ჩვენი ჩვილების სურნელი სამუდამოდ შევინარჩუნოთ?“ – წერს ჯორჯინა უზკატეგუი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ. თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.
ფოტო: „არავის შეუძლია რომ შენი თავდაჯერებულობა წაგართვას“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს და პოსტს გვიზიარებს.
ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან: თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.
ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.