LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი საყვარელი ტურისტული მიმართულება ოკუპირებულია რუსეთის მიერ – გერმანელი ტურისტი საქართველოზე

374
41848463_10156630970179469_4889257883478261760_n

გერმანელი ტურისტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მაიკლ მაიერმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„მე ვარ გერმანიიდან და ჩემი საყვარელი ტურისტული მიმართულების – საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – წერს მაიკლ მაიერი.

მის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაახლოებით სამ საათში პოსტს 10 ათასზე მეტი ლაიქი, 4 200 გაზიარება და 1400 მეტი კომენტარი აქვს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებიდან გერმანია ყოველთვის მონაწინავე პოზიციებზეა საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით. მაგალითისთვის, 2019 წლის 5 თვის, ანუ იანვარ-მაისის თვეების მონაცემებით, გერმანიიდან საქართველოში 21 805 ვიზიტი შედგა. მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%; -ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები