LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი მკვდარია, მაგრამ მართალი! გაბაშვილი, რიკაძე და ჩიქოვანი ცოცხლები არიან, მაგრამ ოფიციალურად აღიარებული დამნაშავეები!“ – ეკა კუპატაძე

249
2026-02-12_12-38-03_231845-1024x576

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩემი შვილი მკვდარია, მაგრამ მართალი!!! გაბაშვილი, რიკაძე და ჩიქოვანი ცოცხლები არიან, მაგრამ ოფიციალურად აღიარებული დამნაშავეები!!! ვერც გაბაშვილმა, ვერც რიკაძემ, ვერც ჩიქოვანმა და ვერც მათმა ადვოკატებმა გიგა ავალიანზე ვერც ერთი სიტყვა ცუდი ვერ თქვეს!!!

დიახ, გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!!! არც გაბაშვილს, არც რიკაძეს, არც ჩიქოვანს სინანული არ გამოუთქვამს! აკი ვთქვი, პირსისხლიანები არიან და ჩვენი შემთხვევა მათთვის ერთ-ერთი რიგითი ძალადობაა-თქო!!!!

მოსამართლემ ყველა ყველაფერში დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომას 8 აპრილს გამოაცხადებს! ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლუკა გამყრელიძის წარდგენილი არასწორი ბრალით სამართლდებოდნენ, შინაგანი რწმენა მქონდა მოსამართლის გონიერების.

ბრძოლა არ დამთავრებულა, ასე ერთობით, ყველა დამნაშავეს, ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად ვაგებინებთ პასუხს!!! ყველას მადლობა ერთგულებისთვის! – წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g