LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილის გარდაცვალების მოწმობის აღება, ემოციურად უფრო დატვირთული მომენტი აღმოჩნდა, ვიდრე იმის გაგება, რომ მისი ცხედარი იპოვეს“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

2087
სინტა

შოვში ტრაგიკულად დაღუპულ ზაზა მესხს, მის მეუღლეს და ერთ შვილს შაბათს დაკრძალავენ.

დაკარგული სამი შვილიდან ორი – ზაზა მესხს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე, სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღე 35: როგორ მოვაწყოთ დაკრძალვა.

რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ გავაკეთო და არც გამოცდილება. მადლობელი ვარ ზაზას ოჯახის, საორგანიზაციო ამოცანების დიდი ნაწილის აღებისთვის.

ამავდროულად მინდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიყო ჩართული.

ყველა შემთხვევაში ბევრი კოორდინაცია ხდება გასაკეთებელი და ბევრი რამ საჭიროებს სხვადასხვა ადამიანების კომუნიკაციას.

ასეთ დროსაც ხვდები, რამდენ ადამიანს იცნობ..

დღეს იყო უჩვეულო დღე, სახლში, ოფისში, ჩემი მეგობრის ბინაში. საჯარო რეესტრში ჩემი შვილის გარდაცვალების მოწმობა ავიღეთ..

ეს უფრო ემოციურად დატვირთული მომენტი აღმოჩნდა, ვიდრე იმის გაგება, რომ მისი ცხედარი იპოვეს“. – წერს სინტა დეპონტი.

„მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

„რამდენიმე დღის წინ იპოვეს ქალბატონის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა „ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია „ალინა” – რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები