ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. შემთხვევა სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სალომე ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება უბნისთვის უდიდესი ტრაგედიაა:
„ჩემი უბანი გლოვობს, არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალი, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო, მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე“ – წერს სალომე ჩიქოვანი.
ცნობისთვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ცნობითვე, მძღოლი დაკავებულია.
ჩემი უბანი გლოვობს🥹 💔არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალო, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო, მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელისმერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე 💔
Posted by Salome Chiqovani on ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
