LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო მეგობრებო, უცნობო მეგობრებო, მაგრამ ძალიან ახლობელო ადამიანებო.. დღევანდელ დღეს მხოლოდ სიყვარულით თუ გავაკვირვებთ ერთმანეთს, სხვა თითქოს არაფერი გვიკვირს. ამიტომ თითოეულ თქვენგანს გიგზავნით სიყვარულს“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა

300
იზა ომაძე

რამდენიმე დღის წინ ონლაინ პლატფორმა, Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე იუბილარი იყო. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და თბილი მილოცვა მიიღო.

იზა ომაძე დღეს ყველა მათგანს ემოციურ მადლობას უხდის.

„ჩემო მეგობრებო, უცნობო მეგობრებო, მაგრამ ძალიან ახლობელო ადამიანებო, დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის, გამხნევებისთვის, დალოცვისთვის, რომ არა უფლის წყალობა, ჩემი ოჯახი და თქვენი თანადგომა, ძალიან გამიჭირდებოდა, ყოველი დღე უსასრულო და საშინელი ტკივილის დათმენა.

დღევანდელ დღეს მხოლოდ სიყვარულით თუ გავაკვირვებთ ერთმანეთს, სხვა თითქოს არაფერი გვიკვირს. ამიტომ თითოეულ თქვენთაგანს გიგზავნით სიყვარულს.

სიხარული და ღვთის წყალობა გიმრავლოთ უფალმა…

მიგულეთ მეგობრობაში, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველა კეთილ საქმეში.

ჩემი წილი სანთელი რომ ჩავაქვრე, მიხვდებით, რასაც ჩავიფიქრებდი, იმედი მაქვს უფალი აუცილებლად ამისრულებს.

მანამდე კი ვცდილობ(თ) ,თავს ვაიძულებ და ასე ვაგრძელებ(თ).

“ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.

თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ,

მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.

თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ!

თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე;

თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.”

(პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ!!!)

P.S. ჩემო ძვირფასებო, თუ სადმე ნაკვერჩხალი შეამჩნიოთ, იცოდეთ იქ ჩემი ლოცვის წილი მარცვალი ღვივის!

ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება,

მადლობა“, – წერს იზა ომაძე.

იზა ომაძე: „უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა, რომ გვახრჩობს დენთის კვამლი მაგრამ, ღმერთი მოწყალეა… თუ შედგა ჩვენი ქვეყანა ზუსტად ვიცი რომ შენი მკვლელობის მომფიქრებელ აღმსრულებლები ჯიშ-ჯილაგიანად შევლენ ისტორიაში როგორც ქვეყნის მტრები… მანამდე გვაპატიე შვილო…“

„ქალბატონო იზა, თქვენ ყოველ დღეს გვიჩვენებთ, რომ დედა უძლეველი და დაუმარცხებელია… ნიკო ყველას სიყვარულია!“ – ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს დაბადების დღეს ულოცავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g