LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილს არ ვაიძულებ ვეგანი გახდეს“ – ხოაკინ ფენიქსი შვილზე პირველად ალაპარაკდა

119
page

გასული წლის სექტემბერში ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ბიჭის მშობლები გახდნენ. ბიჭს ფენიქსის გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ რივერი დაარქვეს.

ფოტო: ხოაკინ ფექნიქსმა და რუნი მარამ შვილი პირველად გამოაჩინეს – 6 თვის რივერის ფოტოები

როგორც ცნობილია, 46 წლის მსახიობი ცხოველების უფლებებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე აქციებში აქტიურად იღებს მონაწილოებას და თან ვეგანია. სულ ცოტა ხნის წინ ხოაკინმა გამოცემა The Sunday Times-თან თავის შვილზე პირველად ისაუბრა.

„იმედი მაქვს, რომ ის  ვეგანი იქნება, მაგრამ არ ვაპირებ, რომ მას ჩემი შეხედულებები თავს მოვახვიო და დავაძალო ვეგანი გახდეს“, – განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები