LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს არ გავუტეხ!!! არასდროს მიღალატია არავისთვის და ჩემს ზრუნვაში გაზრდილ შვილიკოს ვუღალატებ?“ – გიგა ავალიანის დედის მიმართვა

3163
გიგა ავალიანი

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

„არ გამოუვიდათ გიგას ავტორიტეტის შელახვა! გიგას სიცოცხლე ჩემია, მე არ ვყიდი და სხვას ნუ ევაჭრები!!!“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

ეკა კუპატაძე საკუთარ მიმართვას თან ურთავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან იმ მონაკვეთს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვნის, ნ.ი-ს ჯგუფის მოსწავლეები 2025 წლის 29 სექტემბერს ჩატარებულ ბოლო გაკვეთილს იხსენებენ.

„თავს ძალა დავატანე და ვუყურე მკვლელთა მშობლების გამოსვლებს. (მედიასაშუალებებს უღრმესი მადლობა, თქვენ დგახართ პროფესიულად მაღალ დონეზე).

გაოგნებული ვარ!!! სიმართლე გითხრათ, არც კი მეგონა, თუ ასეთი უღირსი ხალხი არსებობდა, თუნდაც მკვლელთა დედ-მამა!!!

ესენი საშიშნი არიან საზოგადოებისთვის! ახლა კარგად წაიკითხეთ, უსახურო არსებებო:

დიახ, მე შევუკვეთე სამართალი ჩემს სახელმწიფოს და დიახ, ზურგს მიმაგრებს საქართველოს მოსახლეობა!!!

ვიცი, იცით, მე ჩემს შვილს, როცა მისთვის ამოთხრილი ორმოდან ამოღებულ მიწაზე დადებულ კუბოში გაშოლტილს, ბოლოჯერ ვხედავდი, თან ვერც კი ვცნობდი მის 23-დღიან სიცოცხლისთვის ნაბრძოლ სახეს, მივეცი ფიცი!!!

მე ფიცი კი არა, უბრალოდ, ტუჩს გადმომცდარი სიტყვაც არასდროს გამიტეხავს!!! ჩემი სიტყვა, ჩემი საქმის გარანტი იყო ყოველთვის!!!

ჰოდა იცოდეთ, მე ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს არ გავუტეხ!!! არასდროს მიღალატია არავისთვის და ჩემს ზრუნვაში გაზრდილ შვილიკოს ვუღალატებ?!

თუ სახელმწიფო, კანონის მთელი სიმკაცრით, ყველა დამნაშავეს პასუხს არ აგებინებს, ერთი ადამიანიც კი, რომ დარჩეს კანონს მიღმა, მე ავიღებ იმ ერთი ადამიანიდან გიგა ავალიანის წილ სისხლს!!!

ვფიცავ გიგა ავალიანის სიცოცხლეს!

P.S. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმიდან დავდებ ნაწყვეტს, სადაც საუბრობენ გარყვნილი ნია იმნაძის ჯგუფში მყოფი მოსწავლეები.

P.S.S. მინდა იცოდეთ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დამნაშავეთა რიცხვი დიდია!!!“, – წერს გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტის აღნიშნულ ეპიზოდში, მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე გიგა ავალიანს ნ.ი.-ს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია და ყველა მოსწავლეს თანაბრად ეპყრობოდა.

„29 სექტემბერს 8-ის ნახევარზე გვიტარდება გაკვეთილი. მივედით და ჩვეულებრივად ჩატარდა გაკვეთილი და ყველანი ერთად გამოვედით, საერთოდ არაფერი არ მომხდარა მაგ დღეს.

[გაკვეთილების აღდგენა ჩვეულებრივად ტარდებოდა] მეც გავაცდინე ერთხელ და ჩვეულებრივად ჩამიტარა, მოვედი, ყველაფერი ამიხსნა და ვინც აცდენდა, მარტო ჩვენს ჯგუფში არა, ზოგადად ყველასთან“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.

არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

⭕ „არ გამოუვიდათ გიგას ავტორიტეტის შელახვა! გიგას სიცოცხლე ჩემია, მე არ ვყიდი და სხვას ნუ ევაჭრები!!!“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს ვრცლად იხილავთ კომენტარში ⬇

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 26 იანვარი, 2026

ვიდეო: „გიგას იქ, ღმერთთან აქვს ახლა კითხვები: „რატომ ვარ აქ?“, „რატომ დატოვე ჩემი დედიკო იმ შეშლილ ომში?“ – ეკა კუპატაძე

„რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ შეევიწროვებინა“ – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნ.ი-ს დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g