LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე – უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც კობახიძის, სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ – ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა არ უხარიათ, სწყინთ!

206
ფორტუნა - 2023-08-15T152933.039

უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი კობახიძის, მიხეილ სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ – ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლე არ უხარიათ, სწყინთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, პირები, რომლებიც შოვის სტიქიის დროს საკუთარი ქმედებების შედეგად გადარჩნენ, „ქართული ოცნების“ იმ სცენარში არ ეწერებიან, რომლის მიხედვით, ადამიანები სტიქიის არეალში მომენტალურად დაიღუპნენ.

„რეალურად კი, არიან ადამიანები, რომელთაც ღვარცოფში რამდენიმე საათი გაძლეს, გადაირჩინეს თავი და გადაარჩინეს ახლობლები. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ არავის გადარჩენა არ შეიძლებოდა. გადარჩენილთა მონაყოლი სწორედ ამასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლებს თავს დაესხნენ და მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რატომ გადარჩით და ლამის ბოდიში მოახდევინონ ადამიანებს იმის გამო, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე შეფასებით, შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ეჭვია, რასაც „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, კრიზისზე ხელისუფლების პასუხი არაადეკვატური, არაეფექტური და დაგვიანებული იყო.

„ინტერპელაცია საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ბერკეტია და ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. რა თქმა უნდა, ინტერპელაციის პროცესში ჩართული ვიქნებით – შს მინისტრმა უნდა უპასუხოს პროცესში მის ჩართვასთან დაკავშირებულ კითხვებს, რამდენად ეფექტური და ადეკვატური იყო, განსაკუთრებით ბევრი კითხვა შს მინისტრის არაადეკვატურმა განცხადებებმა გააჩინა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მაჭარაშვილი – არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხი არა აქვს – უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია“ – რას წერს ნინო წილოსანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g