LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებს მეორე შვილის გაჩენის უფლება მისცეს

74

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ პოლიტიკა „ერთი ოჯახი-ერთი ბავშვი“ დაასრულა, ამის შესახებ „ბიბისი“ ჩინურ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით წერს. ახლა ყველა ოჯახს შეუძლია, ორი ბავშვი ჰყავდეს.

პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“ 36 წლის წინ, 1979 წელს მიიღეს. 2013 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ წესი შეარბილა და ნება დართო დაქორწინებულ წყვილებს, გაეჩინათ 2 შვილი, თუ მშობელთაგან ერთ-ერთი დედისერთა იქნებოდა.

მანამდე კი ქალაქში მაცხოვრებელ წყვილებს მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის უფლება ჰქონდათ, სოფელში კი ნებადართული იყო გაეჩინათ მეორე ბავშვიც, თუ პირველი გოგონა იქნებოდა.

2015 წლის გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პოლიტიკას ხელისუფლება გადახედავდა.  1979 წელს მიღებული წესის შედეგად მოსახლეობის ზრდა მკვეთრად შემცირდა, თუმცა დასავლელი დემოგრაფები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას ამის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ. მათი აზრით, პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“ მოსახლეობის ზრდაზე არ მოქმედებდა, თუმცა არასასურველი ეფექტები ჰქონდა, მათ შორის – ერის დაბერება. გაერო-ს პროგნოზით, 2050 წელს ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედი იქნება 65 წელს ზემოთ ასაკის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები