LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მოზარდებს კომპიუტერულ თამაშებზე კომენდანტის საათი დაუწესეს

184
drtu

ჩინეთმა არასრულწლოვანთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად ახალი რეგულაციები აამოქმედა. საქმე იმაშია, რომ საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე, 18 წლამდე მოზარდებს კომპიუტერული თამაში აეკრძალებათ. მიზანი ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების დაძლევაა.

კომენდანტის საათის დაწესების გარდა, მთავრობა რეგისტრაციის წესებსაც ამკაცრებს. ხელისუფლება მოითხოვს მოთამაშეებმა თავიანთი ნამდვილი სახელები დაარეგისტრირონ, რომელთაც ექნებათ ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები.

ამასთან, მოზარდებს თამაშებზე ფინანსური შეზღუდვებიც დაუწესდებათ (თვეში დაახლოებით, 50 დოლარამდე თამაშის უფლება ექნებათ).

მთავრობის ინიციატივას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტი მოყვა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ დაწესებული რეგულაციები პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მათი მოსაზრებით, ბავშვი მაინც შევა ონლაინთამაშებში, თუნდაც ამისთვის, ღამის გათენება მოუწიოს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები