LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჭკვიანი ვარ, სულაც არ ვარ ჩერჩეტი ქერა“ – პერის ჰილტონი „ნეტფლიქსის“ ახალ შოუში და ახალი ფოტოსესია

275
39814730-0-image-a-124-1614376842479

პერის ჰილტონის ცხოვრებაში სიახლეებია, 17 თებერვალს, ყველაზე  „ქერა“ პოპ-ვარსკვლავსა და მოდელს 40 წელი შეუსრულდა. აღნიშნული დღე ვარსკვლავმა განსაკუთრებულად აღნიშნა, ის  შეყვარებულზე, კარტერ რეუმზე დაინიშნა.

ახლახანს პერისმა, დასთან, ნიკი ჰილტონთან ერთად გაიცემა L’OFFICIEL – ის გარეკანი დაამშვენა. ქერა ლამაზმანებმა აკადემიური სტილი მოირგეს. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა. ინტერვიუში პერისმა გაამხილა, რომ სულ მალე ის „ნეტფლიქსის“ ახალ შოუში გამოჩნდება.

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად ვიღებ, არადა ეს რეალობისგან შორსაა, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ წარატებისთვის მიმეღწია, მე ჭკვიანი ვარ, სულაც არ ვარ ჩერჩეტი ქერა, უბრალოდ ძალიან კარგად შემიძლია როლების მორგება“,– აცხადებს ვარსკვლავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები