LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ აქ ვართ თინას მომავლისთვის”- დედების და შვილების აქცია პარლამენტთან და აქციის ყველაზე პატარა მონაწილე, 3 თვის თინა

176
დედების აქცია

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დედებმა შვილებთან ერთად გააპროტესტეს. აქციაზე სახელწოდებით „დედები შვილების ევროპული მომავლისთვის“, დედასთან ერთად იმყოფებოდა აქციის ყველაზე პატარა მონაწილე 3 თვის თინა:

„ჩვენ აქ ვართ თინას მომავლისთვის, თინას თანატოლების მომავლისთვის, დადგნენ ჩვენთან ერთად, უარი ვუთხრათ რუსეთს და კი ვუთხრათ ევროპას.

საღამოს მამა დადის აქციაზე, დღეს გვიხარია, რომ ჩვენც მოგვეცა საშუალება დღისით მოვიდეთ”- თქვა აქციის მონაწილემ

აქციის მონაწილეებს თან მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ბუშტები, ფერადი ცარცები.

„რაღა აზრი აქვს მაგ კანონის მიღებას, როცა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა, თქვენი ოჯახის წევრებიც კი არ გეთანხმებიან? ამათ ვერ დაშლით ვერასოდეს“ – ლელა წურწუმია

ნოდიკო ტატიშვილი: „როცა ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ის აუცილებლად მიდის… იმდენი ქართველია შეკრებილი, ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ“ – აქცია ნიუ-იორკში და ერთხმად შესრულებული საქართველოს ჰიმნი

❤️ 3 თვის თინა – დედების აქციის ყველაზე პატარა მონაწილე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024

magti 5g