არა ძალადობას! ნუ ავრცელებ აგრესიას! – ამ სლოგანით ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტებმა ვახო სანაიაზე თავდასხმა დაგმეს და სოლიდარობის აქცია გამართეს.
როგორც მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჟურნალისტზე თავდასხმა იმ პოლარიზებული გარემოს გამოძახილია, რაც ქვეყანაშია და მომხდარზე პასუხისმგებლობას თანამდებობის პირებს აკისრებენ.
“ეს ნარატივი და აქცენტები მოდის როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ეს აგრესია, რომელიც მათგან მოდის ვხედავთ, რომ მუშაობს და ის ნაბიჯები, რომლებსაც ხელისუფლება დგამს ეს არის დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები რასაც ნელ-ნელა შედეგი მოყვება”-აცხადებს “ფაქტჩეკის” ანალიტიკოსი ნაზიბროლა რეხვიაშვილი.
კოლეგებს მხადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თავად ვახო სანაიამ.
“დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს ბათუმში ჩვენ ბევრნი ვართ !”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.
ამავე თემაზე:
ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”
“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა