LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ უბრალოდ მაგრად ვერთობით“ – 79 წლის შერი 40 წლის უმცროსი შეყვარებულის შესახებ ალაპარაკდა

179
page

79 წლის პოპ-ლეგენდამ, შერიმ გულწრფელად ისაუბრა თავის 40 წლით უმცროს პარტნიორზე, 39 წლის მუსიკალურ პროდიუსერზე, ალექსანდერ ედვარდსზე. ვარსკვლავი CBS Mornings-ის ეთერში, გეილ კინგის გადაცემას სტუმრობდა.

„ჩვენ სულ ვიცინით, გესმით? მე უბრალოდ მიყვარს ის. არავის ეცოდინება, რა ხდება ჩვენს შორის რეალურად, ჩვენ უბრალოდ მაგრად ვერთობით. კრიტიკა არ მაინტერესებს, “, – განაცხადა შერიმ.

როგორც არტისტი ამბობს, ალექსანდერი მას ხშირად ეუბნება:

„შენ ასაკით ბერდები, მაგრამ შენი სული სულ უფრო ახალგაზრდავდება.“

„ის მშვენიერი და ნიჭიერია, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ვინც ოდესმე შემხვედრია“, – განაცხადა შეყვარებულით აღფრთოვანებულმა არტისტმა.

შერიმ ისიც გაამხილა, რომ სიამოვნებით ატარებს დროს ედვარდსის ექვსი წლის შვილთან, სლეშთან, რომელიც ალექსანდერს ყოფილი მეუღლის, ემბერ როუზისგან ჰყავს.

ცნობისთვის, წყვილი ბოლოს ერთად ლოს-ანჯელესში, Swarovski Masters of Lighting-ის გახსნაზე გამოჩნდა

79 წლის შერი, 40 წლით უმცროსი საქმროს გვერდით, კვლავ გვიმტკიცებს, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

„აი, ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული!“ – 79 წლის შერი 40 წლით უმცროსი საქმროს გვერდით ბრწყინავს

ფოტო/ვიდეო: როცა შენს გვერდით შერია და თავს ვერ იკავებ – 78 წლის შერი და მისი 39 წლის საქმრო ბედნიერებას ასხივებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები