LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველგან ვართ ხელებაწეული, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს: ვარლამ გოლეთიანი

69
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

“თუ გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილების პიკეტირებას, ჩვენ ყველგან ვართ ხელებაწეული. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ ავწევთ ხელებს, დავდგებით და ამ არაადეკვატურობისგან თავს დავიცავთ,” – ამ განცხადებით”რიონის ხეობის” მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე “რიონის ხეობის” მცველებსა და მათ თანამოაზრეებს, ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ, თუ არა  ერთობა და ის, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას მანამ, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რაც ხალხის ნებაა.

“პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ იქ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ”, – მიმართა გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.

მისი განცხადებით, თუკი სამართალდამცველები ეცდებიან დააპატიმრონ დემონსტრანტები, მაშინ ამას საყოველთაო გამოსვლა მოჰყვება.

“ეს იმდენად მკაფიო იქნება, რომ დარწმუნებული ვარ, ამაზე ადეკვატური რეაქცია იქნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება აბსოლუტურად მისი პასუხისმგებლობა. ჩვენ პასუხისმგებლობიდან თავიდან ბოლომდე გავთავისუფლდებით. თუ დესტრუქციას მიმართავს თავად, პასუხისმგებლობაც  ხელისუფლებაზე იქნება,” – აღნიშნა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ“რიონის ხეობის მცველები” პიკეტირებას იწყებენ და საპროტესტო მსვლელობა “მშრალი ხიდის” მიმართულებით დაიწყეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ამავე თემაზე:

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს: გურამ მაჭარაშვილი

უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, დიალოგს აზრი ამ შემთხვევაში ექნება, ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია: ლევან დავითაშვილი “რიონის ხეობის” მცველებზე

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლები, ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო, შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა – ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება – ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ პროტესტზე

 

ფოტო: ნეტგაზეთი
magti 5g