LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა“ – „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებენ

111
გახარია - ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

„მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.

განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.

ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო – ლელოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება ჩვენს პოლიტიკურ…

Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on პარასკევი, 26 სექტემბერი, 2025
Dio magti 5g