LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის ზნეობა კანონზე მაღლა დგას“ – „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან

202
კონსტანტინე მორგოშია

პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის – „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედიას თავად დაჯგუფების წევრები უდასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით მათი გეგმების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის წევრმა ზურა მახარაძემ განაცხადა, შსს-სთვის „თვისობრივად ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებია და რასაც საჯაროდ ამბობს, იგივე უთხრეს.“

შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და Tbilisi pride-ის მონაწილეთა უსაფრთხოება – მედიაკოალიცია განცხადებას ავრცელებს

„ვაპირებთ ხალხის შეკრებას, ჩვენი პროტესტის გამოხატვას“, – ამბობს ტვ „პირველთან“ საუბრისას მახარაძე და დასძენს, რომ ეცდებიან მათი პროტესტი ექსცესებში არ გადაიზარდოს, თუმცა „100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს.“

ირაკლი კობახიძე: მორგოშია რომ სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი იყოს, აქამდე დაიჭერდნენ

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ძალადბრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მედიაზე გახშირებული თავდასხმების შესახებ.

„ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი შოთა მარტინენკო კი აცხადებს, რომ „ამერიკის მონებმა იჩივლეს“ და გამოკითხვაზეც ამიტომ დაიბარეს.

პარტიის ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით კი მომხრეებთან ერთად, „პრაიდის კვირეულის“ მონაწილეებს წინ აღუდგებიან და საშუალებას არ მისცემენ, ღონისძიება ჩაატარონ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე კი, რომ „პრაიდის კვირეულის“ მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლების უფლება კანონით აქვთ მინიჭებული, მორგოშიამ უპასუხა, რომ „მათთვის ზნეობა კანონზე მაღლა დგას.“

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ალტ-ინფოს“ წევრების მიმართ გამოძიება,  239-ე პრიმა მუხლითა და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწდებასა და მუქარას გულისხმობს.

შსს: მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს Tbilisi Pride-ის უსაფრთხოდ ჩატარება „პრაიდკვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოვუწოდებთ დაიცვან კანონი

ფოტო: On.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები