LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენზე წუხან?! უნდათ, რომ მტრობა და შური გააღვივონ – მეუფე ანტონი სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე

79
მეუფე

ვინც ეს ამბავი ატეხა და ვინც ამ ამბავს აზიარებს, მათი დანიშნულება რა არის? შური უნდათ გააღვივონ? – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებზე საუბრისას განაცხადა.

„რას წუხან, ჩვენზე წუხან?! რაღაცის გაღვივება უნდათ, რომ გააღვივონ მტრობა, შური. ამაზე თუ ვინმე უნდა წუხდეს, ჩვენ უნდა ვწუხდეთ, ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს. პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

თემის კომენტირებისას დღეს ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველანაირ ვერსიაზე იმუშავებენ.

ამავე თემაზე:

ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, მის სახლში შედგა

გახარიას პარტიის პასუხი „ოცნებას“: მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g